понедельник, 13 июля 2020 г.

ხინკლის წარმოშობის ისტორია


ხინკლის წარმოშობაზე მკვლევარები ბევრს დავობენ, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება, რომ იგი ფშავური კულტურის დიდი ნაწილია და სწორედ იქიდან გავრცელდა ჯერ მის მოსაზღვრე რაიონებში, შემდეგ კი ბარშიც ჩამოაღწია.

ხინკლის განმარტება სულხან-აბა ორბელიანის ლექსიკონში ცოტა განსხვავებულია, აქ იგი დუმის შაშხად არის მოხსენიებული. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ შესაძლოა ხინკლის ფორმა თავისი ნაოჭებით წააგავს ბორჯღალს.

ქართველებისთვის ბორჯღალი არის მზის, სიცოცხლის მარადი მოძრაობის სიმბოლო, რომელსაც სავსებით შესაძლებელია, თავისი ასახვა კულინარიაშიც ჰქონოდა, თუმცა ეს მაინც ვარაუდია და არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

კახეთსა და თუშეთში იგი XIX საუკუნიდან, ხოლო ხევსურეთში კი უფრო გვიან – X საუკუნეში ჰპოვა გავრცელება.

ფშავში ხინკალი მზადდებოდა ხახვით, პილპილი და ბეგქონდარათი ან კვლიავით. ხინკალს აუცილებლად ურევდნენ მცირე რაოდენობით დაკეპილ პიტნას, რაც კერძს ძალიან კარგ არომატს სძენდა.
წყარო: http://ninoxinkali.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий